რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში  პროექტის "სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და 2019 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტი “სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს მუსლიმი თემის სასულიერო პირებმა. მეცადინეობები გაიმართა მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს რაიონებში, მუსლიმი თემის სასულიერო პირები აგრძელებენ სწავლას პროექტის მეორე ეტაპზეც.

„2019 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო ენის შესწავლა დაიწყეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირებმა. მომდევნო ეტაპზე პროექტს უერთდებიან ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირები.2020 წლის 22 იანვარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა შეხვედრა პროექტის პედაგოგებთან.

სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და თავად პედაგოგებმა შეაფასეს პროექტის პირველი ნაწილი და იმსჯელეს მომდევნო ეტაპის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის გამო, სააგენტოს თავმჯდომარემ კი მადლობა მოახსენა პედაგოგებს გაწეული შრომისათვის და მოწვეულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადასცა,“ახალი აღთქმა და ფსალმუნები“.,ქართულ ენაზე ყურანი და სააგენტოს მიერ გამოცემული 2020 წლის ინტერრელიგიური კალენდარი“, -ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა