არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-შენახვა-გასაღების საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება-შენახვა-გასაღების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყება.

როგორც ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, სალომე კალაიჯიშვილმა განუცხადა, მოსამართლემ ვერ მიიღო თამამი გადაწყვეტილება და მტკიცებულებები დაუშვებლად ვერ ცნო. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არსებით განხილვას ვერ გაუძლებს და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

“წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს დააყენა შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაუშვებლობის ცნობის თაობაზე. ვინაიდან, ისინი მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული იქნა სსკ-ს საპროცესო კოდექსის ნორმების არსებითი დარღვევის საფუძველზე. ჩვენი შუამდგომლობის მიხედვით, პროკურორი იძულებული გახდა, რომ მტკიცებულებების ნაწილი მოეხსნა, ვინაიდან აშკარად სახეზე იყო საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით.

რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, ამასთან დაკავშირებით მოსამართლემ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც აშკარად იკვეთებოდა ამ მტკიცებულებების დარღვევით მოპოვების ფაქტები, სასამართლომ არ მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომ ისინი დაუშვებლად ეცნო. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამ საქმეზე მაღალია ზეწოლა, განსაკუთრებით თავად არასრულწლოვნებზე ხდებოდა ზეწოლა გამოძიების ეტაპზე. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ დღეს შეწყვეტილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან, არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სახეზეა ტრეფიკინგის შემადგენლობა, არავითარი ეკონომიკური სახის ექსპლუატაციას არ ჰქონია ადგილი, მით უმეტეს არავითარ ფულის გათეთრებას არ ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმომადგენილი მტკიცებულებები, ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ვერსია, რომელიც ვერ გაუძლებს საქმის არსებით განხილვას და დადგება გამამართლებელი განაჩენი”, - განაცხადა ადვოკატმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა