გია ვოლსკი - აუცილებელია, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა - გამოცვლაა

აუცილებელია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის კონგრესთან, რომელიც ესოდენ მძლავრად გვიჭერს მხარს, უფრო ჩაღრმავებული და დეტალური საუბარი შედგეს, ვიდრე განცხადებების გაცვლა - გამოცვლაა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, საარჩევნო საკითხების მცოდნე მაღალი დონის დელეგაციის ჩასვლა აშშ-ში, რათა პირადად მათგან მიიღონ კონგრესმენებმა ინფორმაცია.

"ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ შეიცვალა ეს წინადადება და თავისი წინადადების საკმაოდ სერიოზული დასაბუთებაც გააჩნია ხელისუფლებას. წერილის შინაარსი ცნობილია, დასამალი არაა იგივე შინაარსია, რაც პირველ წერილში იყო. ავტორებს თუ დახურულ რეჟიმში აქვთ წერილი მიწერილი რასაკვირველია, შესაძლოა, დახურულ რეჟიმშივე იქნას შენარჩუნებული. თემა ვიცით, საკითხის არსი ვიცით, პოზიცია საკმაოდ მყარია და ის ფორმულა, რასაც სთავაზობს ხელისუფლება ოპონენტებს არის ისეთი, რომელიც პრაქტიკულად არ დაუშვებს კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე დემოკრატიას დაემუქრა. სასურველია, რომ შევთანხმდეთ და ჩვენი პოლიტიკური ამბიციების გამო, ქვეყნის სტაბილურობა არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას, თუმცა ამის მიუხედავად ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

"სიტუაციას სიღრმისეულად თუ დავაკვირდებით, პროპორციული არჩევნები საკმაოდ დიდ რესურსს აძლევს ოპონენტებს თავისი შეხედულება გაატარონ და ამასთანავე ისინი დარწმუნებულები არიან იმაშიც, რომ მაჟორიტარულ არჩევნებშიც ექნებათ საკმაოდ სერიოზული წარმატება. ჩვენ სწორედ იმიტომ ვთავაზობთ, რომ 2024 წელშიც მოვრიგდეთ და გადავდოთ პოლიტიკური პარტიის ინტერესი, რადგან თუ ისრაელი გაუძლებს, რაღაც პერიოდი მთავრობის გარეშე ყოფნას, საქართველოსთვის ეს იქნება დამანგრეველი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა