გია ვოლსკი ომბუდსმენის ანგარიშზე - ცნობილი პერიოდის განმავლობაში დაზიანებულ ადამიანებს, დახეულ გვამებს ეხებოდა საუბარი, ახლა მთავარ პრობლემად დახეული ჯინსები წარმოჩინდა, რაც სერიოზული პროგრესია

მთავარ პრობლემად წარმოჩინდა "დახეული გვამებისა" და დაზიანებული ადამიანების ნაცვლად, დახეული ჯინსები, ეს სერიოზული პროგრესია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, არავინ უარყოფს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება გადაცდომები, მაგრამ მათზე რეაგირების სერიოზული სისტემაც არსებობს.

"მთავარი არის ის, რომ ცნობილი პერიოდის განმავლობაში დაზიანებულ ადამიანებს, "დახეულ გვამებს" ეხებოდა საუბარი, ახლა გადავიდა საუბარი და მთავარ პრობლემად წარმოჩინდა დახეული ჯინსები. ეს უკვე ვფიქრობ სერიოზული პროგრესია და ამის დაუნახაობა, რისი დემონსტრირებაც მოახდინა სახალხო დამცველმა არ წაადგება ქვეყნის განვითარების იმ გეგმას, რომელიც ყველას ერთად უნდა გაგვაჩნდეს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა