სტრასბურგში ხვალ თემაზე - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ შეხვედრა გაიმართება

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, რომელიც საქართველოს ხედვაზე, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაზე ისაუბრებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გახსნიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, ასევე, სიტყვით გამოვლენ ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარე ანია ოლინ პაპი; ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი ვილი მაიამა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი ახალგაზრდა დელეგატი და SAY-ის (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელი, ივან ჰრომადა.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველომ თავმჯდომარეობის ოთხ პრიორიტეტად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა