სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა

სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღს გაფართოების შედეგად ახალი ჯგუფი დაემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და გაფართოების სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდა, რის შედეგადაც სკოლამდელ განათლებას ახალ სასწავლო სემესტრში უკვე 41 აღსაზრდელი მიიღებს.

მათივე ინფორმაციით, ახალრეაბილიტირებული ბაღი მოინახულეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. მათ ბაღის აღსაზრდელებს ტკბილეული და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში ბაღი გაფართოვდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო საძინებელი და სათამაშო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. საბავშვო ბაღი მიმდინარე წლიდან 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის გაფართოება ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია ფორმატის შეხვედრების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საჭიროებად დასახელდა, ხოლო სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა