საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 20 წლის გახდა

2020 წელს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსს" დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. 23 იანვარს, 19:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „ინტერპრესნიუსი“ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებას გამართავს, სადაც სააგენტოს მიერ გავლილი 20 წელი შეჯამდება.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტომასალა სააგენტოს არქივიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და გადაღებულია ქვეყნის წამყვანი ფოტორეპორტიორების მიერ.

ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 2000 წლის იანვარში დაფუძნდა, 2005 წლიდან კი "პალიტრა მედიას" შემადგენლობაშია. ვებგვერდი IPN.GE მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

სააგენტოს გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოს ვებ-გვერდს ყოველდღიურად საშუალოდ 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.

ამ წლების განმავლობაში სააგენტომ მკითხველისა და მედიამაუწყებლობების დიდი ნდობა მოიპოვა და ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა