გორის მერმა გორის საპატიო მოქალაქეს, გამომგონებელსა და პოეტს იროდიონ ტაბატაძეს 100 წლის იუბილე მიულოცა

გორის საპატიო მოქალაქეს, გამომგონებელსა და პოეტს იროდიონ ტაბატაძეს 100 წელი შეუსრულდა. გორის მერიის ინფორმაციით, უხუცესს იუბილე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მიულოცა, 1000 - ლარიანი ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადასცა.

„მერთან ერთად ღვაწლმოსილ ადამიანს იუბილე საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

იროდიონ ტაბატაძე მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, რომელსაც ღამის ყველაზე მეტი ფრენა აქვს შესრულებული. ის, ამავე დროს, ყველაზე მეტი -54 პატენტის მფლობელი ქართველი გამომგონებელია. მინიჭებული აქვს ,,ადგილობრივი ლიდერი გამომგონებლის“ წოდება. მისი გამოგონებები განახლებადი რესურსების გამოყენებას და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. იროდიონ ტაბატაძე 2008 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი და 2013 წლიდან გორის საპატიო მოქალაქეა.

ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება ერთჯერადად, 1000 ლარის ოდენობით, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-13 მუხლითაა გათვალისწინებული. 2019 წელს აღნიშნული დახმარებით სამმა უხუცესმა ისარგებლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს