მზია თოდუა სასამართლო სისტემის კრიტიკაზე - არც ისე წვიმს, როგორც ქუხს

არც ისე წვიმს, როგორც ქუხს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკასთან დაკავშირებით „თბილისი მარიოტში” განუცხადა, სადაც ანგარიშის - „საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ - პრეზენტაცია მიმდინარეობს.

„ყოველთვის, როცა კრიტიკასთან გვაქვს საქმე, უნდა იყოს ობიექტური დამკვირვებლის თვალით დანახული კრიტიკა და არა სუბიექტური”, - განაცხადა თოდუამ.

მისივე თქმით, შედარება უნდა გაკეთდეს - როგორი იყო სასამართლო სისტემა ადრე და როგორია ახლა.

„ეს არის მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ხომ შედარება უნდა გავაკეთოთ - რა იყო გუშინ და რა არის დღეს. მანამდე როგორი იყო შერჩევა - საერთოდ არავის არაფერს ეკითხებოდნენ, ისე ხდებოდა წარდგენა, ახლა ყოველ შემთხვევაში არსებოს კანონი, რომელმაც დაადგინა კრიტერიუმები, რაღაც ეტაპები, ეს ეტაპები ჯოჯოხეთია, მე რომ ვიყო კანდიდატი, არ შევიტანდი განცხადებას იმიტომ, რომ დამერწმუნეთ, ამდენი გაიარო და ამდენი სტრესი გაიარო, ძალიან ძნელია. ამ კანდიდატებმა ეს სტრესი გაიარეს. შეიძლება თქვენ მეკითხებით - რატომ არ არის ყველა „ტოპ მოსამართლე”, არც ერთ ქვეყანაში არ არის უზენაეს სასამართლოში ყველა „ტოპ მოსამართლე”. შეიძლება იყოს ამდენივე, ისიც საკმარისია, დანარჩენები ჩვეულებრივი, კარგი პროფესიონალები უნდა იყვნენ და ისინი ერთად იმუშავებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს”, - განაცხადა თოდუამ.

მისივე თქმით, სასამართლოს მიმართ კრიტიკას ბოლომდე არ იზიარებს.

„ჩვენ გვესმის, რომ სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე კრიტიკა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმებით ობიექტურ კრიტიკას”, - აღნიშნა თოდუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა