ქუთაისში შპს “ამბიკონ სტილსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

ქუთაისში შპს “ამბიკონ სტილსის” თანამშრომლები გაიფიცნენ. მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ქარხანაში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

მათივე ინფორმაციით, ადმინისტრაცია მუშებს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით არ უზრუნველყოფს.

“ვითხოვთ ხელფასის 30 %-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს,”-აცხადებენ გაფიცულები.

მათივე განცხადებით, სამუშაო პროცესს არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ქარხანაში ადამიანის უფლებები დაცული არ არის. წულაია ხელისუფლებას გაფიცულების მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს