„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, გაუარესებული პოზიციის მიუხედავად, საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყანად რჩება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნის მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, საქართველომ შარშანდელთან შედარებით 2 ქულით უკან გადაინაცვლა. საქართველო 41-დან 44-ე ადგილზე გადავიდა. თუმცა ის 56 ქულით ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ რეგიონში საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ სამ ქვეყანას აქვს, საქართველოს (56), ბელორუსს (45) და მონტენეგროს (45). რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებლებით თურქმენეთი (19), უზბეკეთი (25) და ტაჯიეთი (25) პოზიციონირებენ.

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა, რომელსაც მიმდინარე მონაცემებში 42 ქულა აქვს მინიჭებული, შარშანდელთან შედარებით 7 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა