ანრი ოხანაშვილი - შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. მისივე თქმით, ზოგიერთი კონგრესმენი შესაძლოა, ისეთ მოსაზრებას აჟღერებდეს, რომელიც ობიექტურობას მოკლებულია.

„ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურობას. ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი - აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. გარდა ამისა, აშშ-ის ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის. ვერ მოხვდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუკი საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და არ ახორციელებს რეფორმებს.

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ამ კონგრესმენებთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის მათ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია