მიხეილ კალანდიას ადვოკატი - უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ დადუნაშვილის ოჯახზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა გუგა ბარბაქაძესთვის საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადოს

უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ დადუნაშვილის ოჯახზე მიმდინარეობს ზეწოლა, რათა გუგა ბარბაქაძესთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, თანხმობა განაცხადოს, - ამის შესახებ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას იმ პირის ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ვინც მისი თქმით, ზეწოლას ახორციელებს.

„ჯერჯერობით მე ამ წყაროს არ ვასახელებ, მაგრამ უნდა იყოს მისახვედრი თუ ვინ აკეთებს ამას და ვის ინტერესებში შედის. ზოგადად, ამ საქმის საპროცესო შეთანხმებით დამთავრება არის პირველი მოთხოვნილება და მიმართულება გენერალური პროკურატურის, რამეთუ თუ საპროცესო შეთანხმებით დასრულდება ეს საქმე, ასეთ შემთხვევაში, მათ ჰგონიათ, რომ ჩაიფარცხება ის დარღვევები და დანაშაულები, რაც პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ არის პირველსავე დღიდან ჩადენილი. ანუ არასრულყოფილი გამოძიება, არაჯეროვნად შესრულებული საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზების დაუნიშნაობა და სხვა. ფაქტობრივად, იმის გამო, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩემი შუამდგომლობა სხდომის გასაჯაროვების შესახებ მოწმეების ჯანაშიასა და ბარბაქაძის მიმართ, გენერალური პროკურატურის ინტერესებისთვის არის ხელი შეწყობილი, რათა უზენაეს სასამართლოში დამდგარიყო საპროცესო შეთანხმება ჯანაშიასთან დაკავშირებით. რამეთუ საზოგადოებამ არ იცის ის რეალური ინფორმაციები, რასაც ეს ბავშვები უყვებიან სასამართლოს“, - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა