გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული 22 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

„ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კონსულტაციები. მდგომარეობის სიმძიმის გამო გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მკურნალობა დაეწო ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მედიკამენტებით. მეორე დღეს პაციენტი ქუთაისში გადავიყვანეთ", - ამბობენ საავადმყოფოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო