დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა დაიწყო

ქალაქ დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩის შესახვევში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს, - ამის შესახებ დუშეთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა წლების მანძილზე არ არსებობდა.

მიმდინარე პროცესი დაათვალიერეს მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვისცენტრის მენეჯერმა არჩილ ჭინჭარაშვილმა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურით სააავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრები სამოცამდე ოჯახი შეზღუდვის გარეშე ისარგებლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს