20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახაბერ კუპრეიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული კახაბერ კუპრეიშვილის ადვოკატის ზაქრო გვიშიანის განცხადებით, კუპრეიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავებულმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო.

„ჩემი დაცვის ქვეშ ყოფმა ექიმების რჩევით შეწყვიტა შიმშილობა, რადგანაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. დღეს ის გამოცხადდა სხდომაზე“,- აღნიშნა ადვოკატმა.

მან ასევე ისაუბრა სასამართლო პროცესზე და განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული იყო.

“მოწმეებმა ვერ დაადასტურეს ვერანირი გარემოება რაც ბრალად მიუძღვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს. ერთი მხრივ, პროკურორის შეკითხვაზე მოწმემ გასცა პასუხი, როგორ ცვიოდა საგნები, მეორე მხრივ, ჯვარედინი დაკითხვის დროს, მან უარყო და განაცხადა, რომ ბოთლების სროლის შესახებ სხვისგან გაიგო და მას თვალით არ უნახავს. ჩვენებები იყო არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი”,- განაცხადა გვიშიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა