მეცნიერების ვარაუდით, ახალი კორონავირუსის წყარო შესაძლოა, გველები იყვნენ

გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზი იყვნენ, - ამის შესახებ CNN-ი ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით წერს. კვლევის ავტორები, რომელთაც მონაცემები ვირუსოლოგთა ჟურნალში გამოაქვეყნეს, ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი არის ორი კორონავირუსის ნაერთი. მათ მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მკვლევარები აცხადებენ, რომ ვირუსის წყარო დიდი ალბათობით გველები იყვნენ.

„გველები ასევე იყო უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“,-აცხადებენ მეცნიერები.

შეგახსენებთ,რომ დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა