მიხეილ კალანდია მოსამართლეს - ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ზაზა სარალიძე პროცესზე აღარ დაუშვათ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განცხადება გააკეთა. მიხეილ კალანდიამ მოსამრთლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს სთხოვა სხდომაზე ზაზა სარალიძე აღარ დაუშვას.

„სამწუხაროა, მსგავსი ფაქტი რომ მოხდა. ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ყველაფერს აქვს საზღვარი. მესმის, რომ ზაზა სარალიძე დაზარალებულის უფლებამონაცვლეა, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის არასახარბიელო ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გთხოვთ, ბატონი ზაზა პროცესზე აღარ დაუშვათ, რადგან მისი მხრიდან პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი და ყველაფრის მომთმენი ჩემი ოჯახის წევრები მდგომარეობიდან გამოყავს. გთხოვთ, ბატონ ზაზა სარალიძეს სხდომაზე დასწრების უფლება აუკრძალოთ, ადვოკატი დაესწროს და გადასცეს მას რა ხდება სხდომაზე თუ აინტერესებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ აინტერესებდეს", - განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის განცხადებით, პირი სხდომათა დარბაზში რომ არ დაიშვას, ის გაფრთხილებული ან გაძევებული უნდა იყოს.

"ეს საკითხი ახლა არ გადაწყდება, ვინ დაესწრება სხდომას", - განაცხადა მარსაგიშვილმა.

ამასთან, მოსამართლემ წესრიგის დაცვის მიზნით, სასამართლოს დღევანდელი სასამართლო პროცესი დახურა, თუმცა, მასმედიის წარმომადგენლებს დარჩენის ნება დართო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა