გორის მერია ოთხშვილიან ოჯახებს 400 ლარით დაეხმარება

2020 წლიდან ოთხშვილიანი ოჯახები, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მერიიდან ერთჯერად დახმარებას 400 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

ცვლილება, რომლის ძალითაც ოთხშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის აუცილებელი პირობა - 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მოიხსნა, „სოციალური დახმარების გაცემის წესში“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა.

„ცვლილებამდე დახმარების მიღება მხოლოდ 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიან ოჯახებს შეეძლოთ. გასულ წელს აღნიშნული დახმარებით მხოლოდ 228 ოთხშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გაიხარჯა.

2020 წლის ბიუჯეტში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია შობადობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით 145 000 ლარს ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა გადანაწილდება ოთხ და მეტშვილიან ოჯახებზე, რომლებიც თითოეულ შვილზე წელიწადში ერთხელ 100 -100 ლარს მიიღებენ. ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელსაც მესამე შვილი შეეძინებათ.

დახმარების მისაღებად, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახებმა, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის ოთხი შვილი ჰყავთ, მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია (მშობლების პირადობის მოწმობები, შვილების დაბადების მოწმობები, ანგარიშის ნომერი) უნდა წარადგინონ,”-აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გორის მერია ოთხშვილიან ოჯახებს 400 ლარით დაეხმარება

2020 წლიდან ოთხშვილიანი ოჯახები, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მერიიდან ერთჯერად დახმარებას 400 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

ცვლილება, რომლის ძალითაც ოთხშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის აუცილებელი პირობა - 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მოიხსნა, „სოციალური დახმარების გაცემის წესში“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის №51 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა.

„ცვლილებამდე დახმარების მიღება მხოლოდ 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოთხშვილიან ოჯახებს შეეძლოთ. გასულ წელს აღნიშნული დახმარებით მხოლოდ 228 ოთხშვილიანმა ოჯახმა ისარგებლა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გაიხარჯა.

2020 წლის ბიუჯეტში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერია შობადობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით 145 000 ლარს ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა გადანაწილდება ოთხ და მეტშვილიან ოჯახებზე, რომლებიც თითოეულ შვილზე წელიწადში ერთხელ 100 -100 ლარს მიიღებენ. ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ, ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელსაც მესამე შვილი შეეძინებათ.

დახმარების მისაღებად, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ოჯახებმა, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის ოთხი შვილი ჰყავთ, მერიაში შესაბამისი დოკუმენტაცია (მშობლების პირადობის მოწმობები, შვილების დაბადების მოწმობები, ანგარიშის ნომერი) უნდა წარადგინონ,”-აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია