„საქართველოს ეროვნული ლატარიის“ კომპანიის ინფორმაციით, ბილეთი, რომლის მოგებამ 1 182 454 ლარი შეადგინა ბათუმში გაიყიდა

„საქართველოს ეროვნული ლატარიის“ კომპანიის ინფორმაციით, მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა!

კომპანიის ინფორმაციით, მომგებიანი ბილეთი ბათუმში, 18 იანვარს გაიყიდა.

„ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი შეადგინა, გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში, 13:31 სთ-ზე. უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ვებგვერდზე: www.lotto.ge, დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 00 77 00.

შეგახსენებთ, რომ „ლოტო 6/42“-ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36.

თუ იცით, რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ, გადაამოწმოს მოცემული ციფრები!

არ დაგავიწყდეთ, უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი”,-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა