თორნიკე რიჟვაძე - სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობდეს, ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.

,,2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის გუნდს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით,აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები გააცნო და დაგეგმილ სტრატეგიაზე ისაუბრა. 2019 წელს უწყების ბიუჯეტი 15 362 854 ლარით იყო განსაზღვრული, მათ შორის, 10 608 324 ლარი მოხმარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებას, ხოლო 4 754 530 ლარი - გარემოს დაცვასა და სატყეო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგში გაწეული საქმიანობისთვის ფერმერები და აგრო მეწარმეები დააჯილდოვეს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერები, მეწარმეები და ფერმერები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს