დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში 22 ბაღი ხორცით ვერ მომარაგდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში 22 ბაღი ჩავარდნილი ტენდერის გამო, ხორცით ვერ მომარაგდა. მიზეზი,გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია გახდა, რადგან, დაკისრებულ ვალდებულებებზე უარი თქვა და ბაღებში ხორცის მიწოდება ვერ უზრუნველყო.

ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაზა ზაუტაშვილი თქმით,მენიუში ცვლილება მხოლოდ დღეს შევიდა და ბაღის აღსაზრდელებმა ხორცის ნაცვლად ვეგეტარიანული წვნიანი მიიღეს.

მისივე თქმით, გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც ბაღებში ხორცპროდუქტების მიწოდებას ორშაბათიდან დაიწყებს.

"გამოცხადებულ ტენდერში რომელმა კომპანიამაც გაიმარჯვა, შესაბამისი დოკუმენტაცია არ ატვირთა, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება და მივეცით დისკვალიფიკაცია. ეს პრობლემა მხოლოდ დღეს იყო,უკვე მოვაგვარეთ, ორშაბათიდან მოგვარდება, რადგან უკვე გვყავს ახალი კომპანია, რომელიც ბაღებს ხორცპროდუქტებით მოამარაგებს"- აღნიშნა ზაზა ზაუტაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს