ანონსი  24 იანვარი

24 იანვარს, 09:30 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თემატური მოკვლევის „შშმ ქალების მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ (თელავის ქუჩა N20)

24 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ოფისში საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თემა: ,,შრომითი დავები არბიტრაჟში“.

24 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 11:00 საათზე, თავისუფლების ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის მოთხოვნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ალექსიძის #1 ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა. საკონტაქტო: კატო კოპალეიშვილი-555 55 20 20

24 იანვარს, 11:00 საათზე, „საფარის“ ოფისში ორგანიზაციის ბენეფიციარის თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით მორიგი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: გახოკიძის N11ა

24 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატები გიორგი ჩერქეზია და სალომე აბესლამიძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: აზარტული თამაშების კომპანიაში მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, რომელსაც კომპანია არ გასცემს. ადვოკატების მტკიცებით, კომპანია თაღლითობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა მოთამაშეების პერსონალურ მონაცემთა ხელყოფის ფაქტები.პრესკონფერენციას დაესწრებიან პირები, რომლებმაც თანხები მოიგეს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

24 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად განიხილავენ.

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე - 598668806; მედეა ლაშხია - 555386898

24 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის:გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო:ეკა გულუა-599726565

24 იანვარს, 11:30 საათზე , საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა -599726565

24 იანვარს, 12:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - იზორია.

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

24 იანვარს, 12:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ხატია დეკანოიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მისამართი: კახეთის გზატკეცილი 45 ა.

24 იანვარს, 12:00 საათზე, უზენაეს სასმართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების, გუგა ბარბაქაძისა და ლევან ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში არსებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კლინიკის წარმომადგენლებთან

შეხვედრას გამართავს.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

24 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

24 იანვარს, 13:00 საათზე, იურისტი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოს შენობის წინ აქციას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ.N154

საკონტაქტო: 593620111

24 იანვარს, 13:00 საათზე, პარტია “ლელო საქართველოსთვის” ზუგდიდის ოფისს გახსნის და ადგილობრივ გუნდს წარადგენს.

მისამართი: ზუგდიდი, იონა მეუნარგიას #2

საკონტაქტო: 577403734

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, ლაშა ჩხარტიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის ოფისში დაკითხვაზე დაიბარეს. ჩხარტიშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

მის: ასათიანის #9

საკონტაქტო: ელენე ბერიძე-593 544 333

24 იანვარს, 13:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

24 იანვარს, 14:00 საათზე, ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მის: ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №32 (მედიის მისვლის დრო - 13:30 საათი)

საკონტაქტო : გვანცა გულიშვილი -5 99 046 226

24 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბრიფინგს გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის გამზირი N150

24 იანვარს, 15:00 საათზე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას - “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საქართველოს სკოლებში”უმასპინძლებს.

მის: სასტუმრო ,,რუმსი", (მერაბ კოსტავას #14)

საკონტაქტო: ნინო თეთრაული, 599 327 787

24 იანვარს, 16:30 საათზე, ,,ლელო საქართველოსთვის’’ ოფისში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი გააკეთებს განცხადებას თემაზე: თუ როგორ ანგრევს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების სისტემას.

მის: ,,თბილისი ცენტრალის’’ მეორე სართული

საკონტაქტო ნომერი: 577403734

24 იანვარს, 17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გახმაურებული მკვლელობის საქმის გახნის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

მის: ორთაჭალა, გულუას #10

24 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში T102 , ახალი სივრცის – ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის პრეზენტაცია გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო