უზენაესი სასამართლოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო ,,თბილისი-მარიოტში“, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა" (IDFI) და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) მიერ მომზადებული ანგარიშის ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG) მიერ განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს (IDFI)-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ და USAID-ის საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიტმა.

კვლევის მიზანია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შეთავაზებით უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმირების მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორთა რეკომენდაციების უმეტესობა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას მოქმედ კანონმდებლობაში.

მათივე ცნობით, გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს კვლევისა და არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად მიღებული მიგნებების მნიშვნელობა, რომელიც დიდ როლს შეასრულებს დისკუსიაში მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის სწორად წარმართვაში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ მადლობა გადაუხადა კვლევის ავტორებს და დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ვერ განხორციელდებოდა აღნიშნული ანგარიშის მომზადება და აღნიშნა, რომ კვლევა მოიცავს ბევრ საინტერესო მიგნებას და იგი დაეხმარება უზენაეს სასამართლოს გამოასწოროს არსებული ხარვეზები. როგორც მან აღნიშნა, უზენაეს სასამართლოს აქვს განსაკუთრებული როლი სასამართლო სისტემაში, რაც არის ზედამხედველობის განხორციელება მართლმსაჯულებაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სწორედ კვლევაა ის შესაძლებლობა, რომელიც იძლევა გზას, სწორად განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს ძირითადი ფუნქცია.

,,კრიტიკა ყოველთვის აფიქრებს მოსამართლეს და ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იგი მიღებული იქნეს არა პირად შეურაცხყოფად, არამედ ინსტიტუციურად გააძლიეროს უზენაესი სასამართლო“,- განაცხადა მზია თოდუამ.

მან ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მძიმე ტვირთზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რაც თან ახლავს ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას. მზია თოდუამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული კვლევის პოზიტიურ მხარეს და დასძინა, რომ იგი ხელს უწყობს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

როგორც USAID-ის საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიტმა განაცხადა, იგი მოხარულია იხილოს ის სამუშაო სულისკვეთება, რაც გულისხმობს ერთ დარბაზში, ერთი მაგიდის გარშემო მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შორის ურთიერთობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ პროგრესს რაც უკვე მიღწეულია და აჩენს მოლოდინს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, საპარლამენტო მდივანმა ქეთევან კუკავამ და საია-ს ანალიტიკოსმა ნინო ნოზაძემ. პრეზენტაციის შემდგომ გაგრძელდა დისკუსია შეხვედრის მონაწილეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა