GIZ-მა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს  წიგნები გადასცა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებენ საქართველოში სასამართლო რეფორმისა და კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერის პროექტებს, დღეს, 23 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, აპარატის სტრუქტურულ ერთეულებსა და უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას, სამართლის დარგისა და სასამართლო პრაქტიკისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნადი გამოცემები გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, კერძოდ გამოცემულ წიგნებს შორისაა: საკორპორაციო სამართალი, სამხრეთ კავკასიის ჟურნალი, მართლმსაჯულების ხელშეკრულების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, კაზუსები ადმინისტრაციულ სამართალში, მეწარმეთა შესახებ გადაწყვეტილებები, სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების განმარტება გადაწყვეტილებების მიხედვით, BGB, სანივთო სამართალი, ინვესტიციის დაცვის მექანიზმი, სამართალმცოდნეობის საფუძვლები, საჯარო მმართველობა, საკორპორაციო სამართლის ანატომია, სამართლის ჟურნალი და სოციალური მედია.

აღნიშნული გამოცემებით სარგებლობა შეუძლიათ სამართლის სფეროს სპეციალისტებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკას.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ განაცხადა, უზენაესი სასამართლო გამოხატავს უდიდეს მადლიერებას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიმართ მოსამართლეებისთვის ესოდენ ძვირფასი წიგნადი ფონდის გადმოცემისათვის და იმ წვლილისათვის, რომელიც შეაქვს ამ ორგანიზაციას საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის განხორციელებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა