აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, პატიმართა თხოვნით, ბათუმის N3 საპყრობილეში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უმაღლესი საბჭოს წევრი პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა მსჯავრდებულთა პრობლემებს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა და ადგილიდანვე გამართა კონსულტაციები ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან.

მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულები დღეს მე- 15-ედ მოინახულა. საუბრის თემა, კვლავ, პატიმატთა უფლებები, სათანადო და ჰუმანური მოპყრობა, ჯანდაცვის სერვისი და მსგავსი საკითხები იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო