ქუთაისში შპს "ამბიკონ სტილსის" თანამშრომლების პროტესტი დღესაც გრძელდება

უთაისში შპს "ამბიკონ სტილსის" თანამშრომლების პროტესტი დღესაც გრძელდება. მეორე დღეა თანამშრომლები აქციას მართავენ. თანამშრომლები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კი პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. "რთულ პირობებში ვართ, არ გვაქვს სპეცფორმა. არ მუშაობს ფილტრები, ამას ისიც ემატება, რომ დაბალი ხელფასია და ზეგანაკვეთურ სამუშაოებზე დამატებით თანხას არ გვიხდიან. მოვითხოვთ ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობსებას. ჩვენ არ გვინდა ქარხნის გაჩერება, გვინდა მუშაობა და მოგვეხმარონ", - განაცხადეს გაფიცულებმა.

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები უცხადებენ, ისინი აქციას ტყიბულიდან, ჭითურიდან და ზესტაფონიდან უერთდებიან. აქციაზე იმყოფება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. პროფკავშირების წარმომადგენლები და რამდენიმე თანამშრომელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას დღეს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო