ანრი ოხანაშვილი - სტანდარტი, რომელიც საპროკურორო საბჭომ დადო, არის ძალიან მაღალი

სტანდარტი, რომელიც საპროკურორო საბჭომ დადო, არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს ფარგლებში დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრებიან.

,,ჩვენ ვუზრუნველყოფთ საპროკურორო საბჭოს ფარგლებში კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას, დღეში ორ კანდიდატს გავესაუბრებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაიდება ამ გასაუბრების აუდიო-ჩანაწერები, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემა. იმისთვის, რომ როგორც პროფესიულ წრეებს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს ამ პროცესს. ეს პროცესი როგორც დაიწყო გამჭვირვალედ ისევე გაგრძელდეს და ეს არის საჯაროობის, ღიაობის ძალიან მაღალი სტანდარტი,” - განაცხასა ანრი ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა