დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ თოვლის გამო მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებებში არ გამოცხადდნენ.

„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები, თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, - აცხადებენ ხულოს მერიაში.

ხულოში თოვლის საფარი ერთ მეტრია, ხოლო კურორტ გოდერძიზე ერთ მეტრს აჭარბებს.

ხულოს მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკა სააავტომობილო გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო: დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიანი სოფლების 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა