რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო სხდომა გაიმართება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯღარკავას, გიორგი ასათიანის, დავით მიროტაძის, მიხეილ ღუბიანურის, დიმიტრი დუღაშვილის, ასევ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი 7 ოქტომბერს დააკავა, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში არიან ბრალდებულები, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა