ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი - გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას - მიზეზები გაჟღერდება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ჩვენ არ ვაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას, მიზეზები გაჟღერდება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა.

ადვოკატი მირზა სუბელიანის შვილის მიერ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიცემულ ჩვენებასაც გამოეხმაურა.

„მინდა გუშინდელ ფაქტს გამოვეხმაურო, რომელიც საქალაქო სასამართლოში მოხდა. ეს შეეხება ალექსანდრე სუბელიანის დაკითხვას. ობიექტური საზოგადოება დარწმუნდა, თუ როგორი მტკიცებულებების საფუძველზე და როგორი მოწმეების საფუძველზე ცდილობს ბრალდების მხარე ბარბაქაძის წინააღმდეგ დაამტკიცოს არარსებული დანაშაული. კერძოდ, ალექსანდრე სუბელიანმა თქვა, რომ მას არ დაუნახავს დანა, თუმცა, მაინც იცის, რომ ბარბაქაძემ დანა გამოიყენა. ასეთი მოწმე საქმეში რამდენიმეა. მათ შორის, კალანდიაზე არ ვისაუბრებ, ის თავის დროზე პროკურატურის „ოქროს მოწმე“ იყო და ახლა ერთ-ერთი ბრალდებულია. მას მინიმუმ, 9-ჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი.

ეს საქმე არის მართლმსაჯულებისათვის ტესტი, ვნახოთ, უზენაესი სასამართლო ჩააბარებს თუ არა აღნიშნულ ტესტს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე", - განაცხადა ჩინჩალაძემ.

იხილეთ ვიდეო: პროკურატურა ლევან დადუნაშვილის მკვლელობაზე მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა არ არის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა