ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ამ დროისთვის ნაპოვნია 68 და 25 წლის მამაკაცების ცხედრები. 29 წლის მამაკაცს კი ისევ ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები მდინარემ შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამორიყა.

სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. შემთხვევა გუშინ მოხდა, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ჯებირს შეეჯახა და ცხენისწყალის არხში გადავარდა. მომხდარზე გამოძიება 276_ე მუხლით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ცაგერში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს - გვამი მდინარემ გამორიყა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო