წითელი ლენტები საბჭოთა სიმბოლოა, რომელშიც თეა წულუკიანი დაბრუნდა,- ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივას" წევრებმა გააკეთეს და პროტესტის ნიშნად, ბათუმში იუსტიციის სახლში, კიბის მოაჯირებზე წითელი ლენტები დაამაგრეს.
ისინი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ.
„დახეული ჯინსები თავისუფლების სიმბოლოა, წითელი ლენტები კი - საბჭოეთის. ჩვენ დღეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მის ქვემდებარე უწყებას წითელი ლენტები მოვუტანეთ, იმის ნიშნად რომ საბჭოეთში ბრუნდება, რაზეც ჩვენი თაობა „არას“ ამბობს",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ბერიძემ.
ბათუმში იუსტიციის სახლში მოაჯირზე დამაგრებული წითელი ლენტები დაცვის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.