სოფო კილაძე - ბატონ კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა და მისი ვიდეოს გასაჯაროება დიდი უზნეობაა

ბატონ კიტა იზორიას აქვს ფსიქიკური პრობლემა. მისი ვიდეოს გასაჯაროება დიდი უზნეობაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს. სოფო კილაძის ინფორმაციით, კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დეპუტატი უფლებადამცველებს მოუწოდებს, შშმ პირის უფლების დარღვევის ფაქტს შეფასება მისცენ.

„ლევან იზორიას ძმას, როგორც მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, აქვს ფსიქიკური პრობლემა, რომლის შესახებაც ცნობილია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც" და ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის". ამის მიუხედავად, ამ ადამიანის ვიდეო გასაჯაროვდა, რაც ვფიქრობ, დიდი უზნეობაა, მით უფრო როდესაც ეს ხდება მის ძმაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით. ამ შემთხვევაში, ბატონ იზორიას, როგორც შშმ პირის უფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი.

ჩემი ინფორმაციით, ბატონი კიტა იზორია ბევრი წელია ფსიქიატრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის მკურნალობის კურსს გადის, მათ შორის მოცემულ პერიოდშიც. ასეთი ადამიანის კადრების გასაჯაროვება, დიდი უზნეობაა და სამწუხაროა, რომ მისი და მისი ოჯახის უფლებების დარღვევა მოხდა. სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე, განსაკუთრებით შშმ პირების უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებს მოვუწოდებ, მისცენ შეფასება „ნაციონალური მოძრაობის" და ტელეკომპანია „მთავარი არხის" უზნეობას,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პოლიციელზე ზეწოლა ხორციელდებოდა, სოფო კილაძე აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ ეს ადამიანი ორჯერ დაწინაურდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ 2014 წლის კადრებზე. 2014 წლის შემდეგ ჩემი ინფორმაციით, ეს პოლიციელი ორჯერ იქნა დაწინაურებული. გარდა ამისა, მისმა მეუღლემ 2014 წლის შემდეგ შს სამინისტროში დაიწყო მუშაობა. თუ თქვენ ამას დევნად აფასებთ, კი ბატონო, იყოს ეს დევნა,"- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სიუჟეტის თანახმად, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ (კიტა) იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა