პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრების შრომის ანაზღაურება გაიზრდება

პირველი მარტიდან მებაჟე ოფიცრებს ხელფასი გაეზრდებათ, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. მან მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხადა კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი სამსახურისთვის.

„მინდა იცოდეთ, რომ თქვენს შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაგეგმილია საბაჟოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა.

ივანე მაჭავარიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერითაც ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაძლიერების მიმართულებით.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა