ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორის განცხადებით, თსუ-ს რექტორ გია შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით ბრალდება პირადი მიზნით აგორებული კამპანიაა

ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ზაალ კოკაია მიიჩნევს, რომ თსუ-ს რექტორ გია შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ გამოთქმული ბრალდება პირადი მიზნით აგორებული კამპანიაა და „არა აკადემიური ეთიკის ან სინდისიერებისთვის ბრძოლის საკითხი“. ზაალ კოკაია თსუ-ს რექტორის მისამართით, პლაგიატთან დაკავშირებულ ბრალდებებს, თითიდან გამოწოვილს უწოდებს.

როგორც კოკაიამ აღნიშნა, ის თსუ-ს რექტორს სტუდენტობის პერიოდიდან იცნობს და სჯერა მისი კეთილსინდისიერების.

„მეჩვენება, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები უფრო პირადულად აგორებული კამპანიაა და არა აკადემიური ეთიკის ან სინდისიერებისთვის ბრძოლის საკითხი. ძალიან ძნელია და არასწორი ისაუბრო პლაგიატზე მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის ანალიზის საფუძველზე. შესაძლოა 30% თანხვედრა არ იყოს პლაგიატი, და 10% იყოს. გააჩნია კონტექსტს, ტექსტის შინაარსს, რა ფორმითაა ტექსტი მოცემული, რა საკითხებს ეხება, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტექსტს მთლიანობაში ნაშრომისთვის და ა.შ. მითუმეტეს, როცა საკითხი ეხება იმ ნაშრომს, სადაც ავტორი თავადაა თანაავტორთა შორის. ამიტომაც, ლუნდის უნივერსიტეტი კომპიუტერული ანალიზის შედეგებს, წინასწარ, დაცვამდე უგზავნის სადისერტაციო ნაშრომის ხელძღვანელს და შემდეგ კომისიის წევრებს, რათა მათ შეექმნათ წარმოდგენა მოცემულ ნაშრომში პლაგიარიზმის არსებობაზე ამ კომპიუტერული ანალიზის შედეგების და თავად ნაშრომის წაკითხვის შემდეგ.

მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, თუ როგორ იწერებოდა დისერტაციები და სამეცნიერო ნაშრომები საქართველოში პლაგიარიზმის პროგრამების გაჩენამდე, როგორ ითარგმნებოდა მთელი დისერტაციები რუსულიდან და საღდებოდა ორგინალურ ნაშრომად და ა.შ. მეჩვენება, რომ ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებები უფრო პირადულად აგორებული კამპანიაა და არა აკადემიური ეთიკის ან სინდისიერებისთვის ბრძოლის საკითხი. მერწმუნეთ, რომ საქართველოს აკადემიურ სფეროში, მათ შორის თსუ-შიც, გაცილებით მეტია გამოსასწორებელი და გასავითარებელი. ამას იმიტომ არ ვწერ, რომ რექტორს სტუდენტობის დროიდან ვიცნობ, მაქვს ახლო ურთიერთობა და მყარად მჯერა მისი კეთილსინდისიერების. ვინც მე კარგად მიცნობს, იცის, რომ ეს არასდროსაა გადამწყვეტი ჩემი პოზიციის გამოხატვისას“ - აცხადებს კოკაია.

ცნობისთვის, თსუ-ს რექტორს პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი პლაგიატში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაშრომი, რომლითაც დისერტაცია დაიცვა პლაგიატია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა