კახეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი სოფლების: ბაბანეურის, ზემო ალვანის, ქვემო ალვანისა და ხორბალოს მოსახლეობას შეხვდნენ. საერთო კრებებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთან ერთად სხვადასხვა საპროექტო წინადადებები განიხილეს.

მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ პროექტებად - სპორტული ინვენტარის შეძენა, საბავშვო ბაღის, სასმელი წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება დასახელდა. 2020 წელს კახეთის რეგიონში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დაფინანსებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული.

„პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით მიმდინარე წლის 14 თებერვლის ჩათვლით, რეგიონის მასშტაბით, 281 სოფლის მოსახლეობის ჩართულობით 232 საერთო კრება/კონსულტაცია გაიმართება“, - ნათქვამია გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს