უამინდობამ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში პრობლემები შექმნა

უამინდობამ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში პრობლემები შექმნა. თოვლისა და ნამქერის გამო სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ განაცხადა, ძლიერი ქარბუქის გამო, ხანდო-რეხას გზის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

„როგორც კი ქარი ჩადგება, გზის გაწმენდას დავიწყებთ. სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებული გვაქვს. ჩაკეტილია მხოლოდ ხანდო-რეხას მონაკვეთი. სოფელ ხანდოსთან დაკავშირება შემოვლითი გზითაა შესაძლებელი“, - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა