ნიდერლანდებში გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ბუნებით დაინტერესდნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჯერად, რეგიონისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტებით ნიდერლანდებში, უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე დაინტერესდნენ.

ვიზიტორების უმრავლესობამ, რომელთა შორის ბევრნი იყვნენ საქართველოში მოგზაურობის მსურველები, აქცენტი ბუნებასა და კულტურაზე გააკეთეს.

უტრეხტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას წელს 100, 797 ვიზიტორი სტუმრობდა. მასში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მონაწილეობა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მიიღო.

"მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს 28 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს პოპულარიზაციას. მათ შორის 11 გამოფენაზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იქნება წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს განახლებულ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს, ღვინისა და ქართული ტკბილეულის დაგემოვნებას შესთავაზებენ»,- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს