ბულგარეთმა ორი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ბულგარეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს, რომლებიც ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, 24 იანვარს რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას შესაბამისი ნოტა გადაეცა, რომლითაც საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

რუსეთის საელჩო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რაც დიპლომატების მათთვის შეუსაბამო საქმიანობას ადასტურებს, არ წარმოუდგენიათ. მათივე ინფორმაციით, დიპლომატები ქვეყანას ნოტაში მითითებულ ვადებში დატოვებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარე უფლებას იტოვებს, საპასუხო ზომები გაატაროს.

რუსეთის საელჩო უკმაყოფილოა იმით, რომ ბულგარეთმა რუსი დიპლომატების შესახებ ინფორმაცია საჯარო სივრცეში საელჩოს ინფორმირებამდე გაავრცელა.

ამასთან, უცნობია, რა ვადაში უნდა დატოვონ საელჩოს თანამშრომლებმა ქვეყნის ტერიტორია.

რუსეთის ფედერაციის საბჭოში მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ; საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა