შსს-ს შენობასთან „შეცვალემ“ ჰელიუმის ბუშტები და პიროტექნიკა მიიტანა და აქცია-პერფორმანსი გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობამ "შეცვალე" აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა შსს-სთან ჰელიუმის ბუშტები და პიროტექნიკა მიიტანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "შეცვალეს" წევრმა, ნიკა ფარულავამ განუცხადა, აქცია უკავშირდება "ძმები იზორიების კრიმინალურ სისტემას".

"ვარკეთილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შევიკრიბეთ, სადაც ჩვენი სამართალდამცავები რეალურად თავის საქმიანობას ახორციელებენ და საიდანაც ხდება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზრუნვა. ჩვენ კარგად გვახსოვს გუშინ "მთავარ არხზე" აჩვენეს სკანდალური ვიდეო, სადაც ლევან იზორიას ძმის გამო, ხდება ერთ-ერთ რიგით პოლიციელზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, დატოვოს თანამდებობა და მოიქცეს ისე, როგორც სურთ მის ზემდგომ პირებს, ლევან იზორიას ძმის გამო, მისი კრიმინალური ქმედების დაფარვის გამო. სწორედ ამიტომ ჩვენ აქ მოვედით პიროტექნიკითა და ჰელიუმის ბუშტებით, რომლებზეც გვქონდა ძმები იზორიების სურათები, ბიძინა ივანიშვილის, გიორგი გახარიასი და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ასე ვთქვათ, ზემდგომი მონების სურათები, რომელთაც სამართალდამცავი სისტემა ქურდულ, კრიმინალურ სისტემად აქციეს, რაც კადრებში ჩანდა. ჩვენ გავუშვით ეს პიროტექნიკა და ჰელიუმის ბუშტები ჰაერში, რითიც ვაჩვენეთ, რომ ძალიან მალე თავიანთი ამ კრიმინალური სისტემის შექმნის გამო, დატოვებენ ხელისუფლებას, როგორც ამ პიროტექნიკამ დატოვა დღეს დედამიწა", - აღნიშნა ფარულავამ.

ცნობისთვის, 23 იანვარს „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი