ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ტექნოლოგიური ლაბორატორია "უნილაბის" პრეზენტაცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში ახალი სივრცის - ტექნოლოგიური ლაბორატორია "უნილაბის" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "უნილაბის" ხელმძღვანელი სანდრო ასათიანი ესაუბრა.

მისი თქმით, "უნილაბი" არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიცემაზე.

"ძალიან სწრაფად ჩნდება ახალი პროფესიები, ახალი შესაძლებლობები და ეს არაფორმალური განათლების ცენტრი სტუდენტებს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, რომ დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს მოკლე კურსების საშუალებით. მსგავსი გამოცდილება მქონდა "ჯეოლაბში" და ჩვენ ვნახეთ, რომ მოკლე კურსით კი აძლევ განათლებას, მაგრამ მერე დასაქმება მაინც უჭირთ, რადგან სამუშაოს დაწყებას როცა ცდილობ, ეკითხებიან, მაჩვენე, რა გაქვს გაკეთებული. შეიძლება, ცოდნა აქვს, მაგრამ ჯერ გაკეთებული არაფერი აქვს. ანუ, აქ იქნება კიდევ სტაჟირების პროგრამა, ადამიანები ისწავლიან და თანაც, რეალურ პროექტებზე იმუშავებენ. ეს რეალური პროექტები ისევ და ისევ "ილიაუნის" საჭიროებიდან გამომდინარე იქნება, რადგან შიგნით "ილიაუნიში" ძალიან ბევრი საინტერესო რამ კეთდება, მაგალითად, არიან არქეოლოგები, ბიოლოგები, რომელთაც აქვთ ვებ-გვერდი ბიომრავალფეროვნების შესახებ და იქ გარკვეული ტექნიკური გადაწყვეტა სჭირდებათ. ბუნებრივია, ადამიანს, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა კურსი, არ აქვს მსგავს პროექტებში მუშაობის დიდი გამოცდილება, ამიტომ ჩვენ მოწვეული გვყავს ამ სფეროს გამოცდილი ადამიანები, ისინი იქნებიან მენტორები. სტაჟირების პროგრამა ასე იმუშავებს: არიან ადამიანები, რომელთაც ახლახანს რაღაც ისწავლეს, არის გამოცდილი მენტორი და გამოცდილი მენტორის ხელმძღვანელობით ისინი რეალურ პროექტებს გააკეთებენ", - განაცხადა ასათიანმა.

"უნილაბის" ხელმძღვანელმა გამოჰყო ის რამდენიმე პროფესია, რომლის დაუფლებაც ცენტრში იქნება შესაძლებელი.

„მაგალითად, პროფესიებში ერთ-ერთია html, css, javascript, ეს არის ვებ-გვერდის ფრონტის შექმნა, ასევე, unit, რომლითაც კეთდება თამაშები და დაინტერესებულები ვართ საგანმანათლებლო თამაშებით, აქ განათლების სკოლაა და შესაძლოა მასთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო თამაშების კეთება. არის PHP, შედარებით სერიოზული პროგრამირება, რომლითაც შეიძლება რთული, კომპლექსური ვებ-გვერდების შექმნა და ა.შ", - აღნიშნა "უნილაბის" ხელმძღვანელმა.

მანვე ისაუბრა იმის შესახებაც, თუ რა არის "უნილაბში" სწავლისთვის აუცილებელი.

"გეგმა ასეთი გვაქვს, რომ ვინც "ილიაუნიში" არ სწავლობს, მას საფასურის გადახდა მოუწევს, რომელიც იქნება ის თანხა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ლექტორის ანაზღაურება და იქნება "ილიაუნის" კვოტა, ანუ "ილიაუნის" სტუდენტი უფასოდ ისწავლის და გარედან დაინტერესებული გარკვეულ თანხას გადაიხდის ამაში. ასევე, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ონლაინ კურსების გაკეთებაზე, რომ თუ რაიმე სფეროში ადამიანმა არაფერი იცის და მინიმალური ცოდნის მიღება სჭირდება, ეს ცოდნა მიიღოს", - განაცხადა სანდრო ასათიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა