„ნაცმოძრაობის“ წევრი ქუთაისში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე საუბრობს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ქალაქში ტრანსპორტის საფასურის მოსალოდნელ გაძვირებაზე ისაუბრა. გიგა შუშანიას განცხადებით, ტრანსპორტის გაძვირება, სოციალურ ფონს მეტად გაართულებს და მას რეალურად, ახალი ტრანსპორტის შემოყვანასთან კავშირი არ აქვს. გიგა შუშანაიას განცხადებით, ტარიფის გაძვირება "ქართული ოცნების" კორდინატების შენახვას და საარჩევნოდ რესურსის მობილიზებას ემსახურება.

„ქუთაისის მერია გეგმავს ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაზარდოს, ეს რეალურად არ ხდება ახალი ავტობუსების გამო, რადგან ავტობუსები სესხით შეიძინა ქალაქმა და მის ღირებულებას ბიუჯეტი ფარავს. საფასურის გაზრდის მიზანი საარჩევნოდ კოორდინატორების მობილიზება და მათთვის ხელფასის გადახდაა. ხალხის ფულით ცდილობენ, არჩევნების მოგებას. ეს მძიმე ფონს კიდევ უფრო გაართულებს. დააფუძნეს ახალი შპს, რომელშიც მათ ზონდერებს დაასაქმებენ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში ახალი 60 ავტობუსი მარტიდან გამოჩნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა