გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა

გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი შენობა გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეიდან, სოფელ სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად გახსნა.

„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ამ დრომდე, გარდაბნის სასწრაფო დახმარების სართიჭალის პერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული პირობები არ არსებობდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა