ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ19-კმ41 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.