სალომე სამადაშვილი ხელუსუფლებას მოუწოდებს, დღის ბოლომდე აშშ-ს  სენატიდან მიღებული წერილი გაასაჯაროვოს

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც მიღებული აქვს ჯერ კიდევ დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან და კონკრეტულად იმ კომიტეტიდან, რომელიც მუშაობს სანქციების საკითხზე უცხო ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ წერილს არ გაასაჯაროვებს დღის ბოლომდე, მაშინ ამას თავად გააკეთებენ.

„გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა კონგრესის კიდევ ორმა წევრმა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანას მართავს კორუმპირებული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უპირსპირდება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებს ქვეყანაში და მოვისმინეთ ის, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი არა მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესებაზე საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან აშშ-ს მხარდაჭრა, პირველ რიგში, ემყარება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის პრინციპებს. რას ნიშნავს ეს უპრეცედენტო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან? ერთი, ის რომ დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს და ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში და მეორე, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები და საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში და ისევე როგორც ევროპაში, ელოდებიან პოლიტიკურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, ყველა კომუნიკაციაში პირდაპირაა მითითება ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე - შეცვალოს საარჩევნო სისტემა და მისცეს ხალხს საშუალება დემოკრატიული, პროპორციული არჩევნების გზით გაუკეთოს ფორმირება შემდეგ ხელისუფლებას. მინდა მივმართო ივანიშვილს, გახარიას, წულუკიანს და ყველა ე.წ „ამბოხებულ დეპუტატს“- არჩევანი, რომლის წინაშეც თქვენ დღეს დგახართ არის ნათელი, ეს არჩევანი არ არის წერილსა და სიხარულს შორს, იმიტომ, რომ წერილები თქვენ უკვე ბევრი მიიღეთ არც თუ ისე სასიხარულო. არჩევანი არის ის, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ოპოზიციასთან მოხვიდეთ იმ მზაობით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გახდეს სრულად პროპორციული, როგორც ეს იყო დაპირებული, ან მოემზადოთ იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს თქვენ დატოვებთ არა როგორც უბრალოდ დამარცხებული პოლიტიკოსები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებიც იქნებიან სანქცირებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის მიერ, რაც ნიშნავს თქვენი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თქვენი საბანკო ანგარიშების და ქონების დაყადაღებას და ასევე, შეზუდვას თქვენი ოჯახის წევრების გადაადგილებაზე“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს