იმერეთის რეგიონი ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე - The New York Times Travel Show - წელს პირველადაა წარმოდგენილი

ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე - The New York Times Travel Show - საქართველოს ერთიან სტენდზე წელს პირველად, იმერეთის რეგიონია წარმოდგენილი.

The New York Times Travel Show ყოველწლიური და ყველაზე წარმომადგენლობითი ტურისტული გამოფენა - ბაზრობაა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც წარმოდგენილია 500-მდე მონაწილის პავილიონი: ქვეყნები, ქალაქები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, საკრუიზო ფირმები, თემატური პარკები, სამოგზაურო გაჯეტებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიები.

მონაწილეთა მთავარი ამოცანა სტუმრების დაინტერესება და მათი დარწმუნებაა, რომ უამრავ ტურისტულ ადგილს შორის აირჩიონ ერთი და მთავარი.

„ჩვენი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, ბუნება და სათავგადასავლო შესაძლებლობები, სამზარეულო, ღვინო და სტუმართმოყვარეობა, ბალნეოლოგიური კურორტები, ცალკე ქუთაისი, როგორც მსოფლიოს უძველესი და გამორჩეულად ავთენტური ქართული ქალაქი, გვაძლევს საშუალებას, ამერიკელ ტურისტებს ჩვენი უნიკალური და მათთვის ჯერ კიდევ უცნობი კულტურა შევთავაზოთ. იმერეთის პრეზენტაციის მთავარი და ამბიციური გამოწვევაა, დავარწმუნოთ საქართველოთი დაინტერესებული ტურისტები, რომ საქართველოში მოგზაურობა და მისი გაცნობა არ იქნება სრულყოფილი იმერეთისა და ქუთაისის გაცნობის გარეშე", - აცხადებს იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს