„აიპლიუსი“ - მომხმარებლებს საშუალება ექნებათ Black Sunday-ს ყველაფერი ამერიკულ ფასად, ანუ თვითღირებულებით შეიძინონ

საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი „აიპლიუსი“ მომხმარებლებს 26 იანვარს განსაკუთრებულ ფასდაკლების დღეს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, Black Sunday არის iPlus-ის სპეციალური დღე, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს იმართება და მომხმარებლებს საშუალება აქვთ ყველაფერი ამერიკულ ფასად ანუ თვითღირებულებით შეიძინონ. 26 იანვრის აქციაში iPhone-ის და Samsung-ის მოდელებთან ერთად Xiaomi-ის მოდელებიც იქნება წარმოდგენილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ტექნიკის გარდა, თვითღირებულებით გაიყიდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის, PLayStation-ის, Xbox-ის, Nintendo-ს და GoPro-ის პროდუქციაც. "Black Sunday-ის მომხმარებლების საყვარელი დღე გახდება. ის 1 წლის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს გაიმართება და სპეციალურ ამ დღისთვის ყველაფერი თვითღირებულებით ანუ ამერიკულ ფასად გაიყიდება. სხვადასხვა მოდელებზე 600 ლარამდე ფასდაკლების მიღებას შეძლებთ. გარდა ტექნიკისა ფასდაკლება გავრცელდება აქსესუარებზეც", - განაცხადა iPlus-ის მენეჯერმა ირაკლი ჭანკვეტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს