იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ეწვევიან

26-29 იანვარს იმერეთს კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ეწვევიან. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრები ქუთაისის ეროვნულ მუზეუმს დაათვალიერებენ, შემდეგ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაემგზავრებიან, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასი ჩატარდება.

27 იანვარს დელეგაციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობას დაათვალიერებენ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში რექტორატს შეხვდებიან. იმავე დღეს სტუმრები წყალტუბოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან, ასევე დაათვალიერებენ პრომეთეს მღვიმეს, თერმულ აბაზანებს და სანატორიუმებს. კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები ვიზიტის ფარგლებში ასევე გახსნიან ქართულ-პოლონურ მეგობრობის სკვერს, ეწვევიან იმერეთის დმო-ს, ქუთაისის #1 საჯარო სკოლას, MGMTex სამკერვალო კომპანიას, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. სტუმრები იმერეთს 29 იანვარს დატოვებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება