ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირი, რომელმაც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია

ირანელი, რომელმაც თვითმფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ზარიფმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს რთული სიტუაცია იყო რთულ დროში. სხვებს ბევრად მეტი დრო დასჭირდათ. თითქმის 32 წლის წინ, აშშ-მა ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოადგო და დღემდე ოფიციალურად ბოდიში არ მოუხდიათ. ის ამერიკელი, რომელიც ამ ფაქტზე პასუხისმგებელი იყო მედლითაც კი დააჯილდოეს. ის ირანელი, ვინც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია“, - განაცხადა ზარიფმა.

შეგახსენებთ, რომ თეირანთან ახლოს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბოინგის“ ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ 11 იანვარს აიღო. მათ აღიარეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა“ გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა